ახალი ამბები

აქციაზე დაკავებული ანატოლი გიგაურის თქმით, პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ – ადვოკატი

“რუსთაველის გამზირზე მსვლელობისას დაკავებულ ანატოლი გიგაურს პოლიციელები ფიზიკურად გაუწორდნენ”, – აცხადებს ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე. 

როგორც ადვოკატი ამბობს, გიგაურს დაზიანებები სახის მიდამოში აღენიშნება. 

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სახის მიდამოში აღენიშნება დაზიანებები, სისხლჩაქცევები, თვალბუდეზე, როგორც ზედა, ასევე ქვედა ნაწილში. როგორც თავად განმარტა, აღნიშნული დაზიანებები მას რამდენიმე პოლიციელმა მიაყენა დაკავებამდე.

ბრალდებულის თქმით, ის თავისი ნებით აპირებდა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელთა მანქანაში ჩაჯდომას, მაგრამ სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა, რამდენიმე პოლიციელი მას ფიზიკურად გაუსწორდა და ეს დაზიანება სწორედ ამ დროს აქვს მიყენებული”, – ამბობს ცუცქირიძე.

ადვოკატის თქმით, გამოძიების დაწყების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ.

ანატოლი გიგაური საპროტესტო აქციებს ქარელიდან შეუერთდა. 25 ნოემბერს კი ის პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებული, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციაში იღებდა მონაწილეობას, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი