ახალი ამბები

ხაშურის მერია ქალაქის და ნაძვის ხის მორთვისთვის 50 450 ლარს დახარჯავს

ხაშურის მერია ქალაქის და ნაძვის ხის მორთვისთვის 50 450 ლარს დახარჯავს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ვიგებთ, ეს თანხა მოხმარდება ახალი აქსესუარების შეძენას, ნაძვის ხის დადგმა – აღებას და ქალაქში დეკორაციების მონტაჟს – დემონტაჟს. 

დოკუმენტის მიხედვით, მერია წელს ოქროსფერ და ვერცხლისფერ ბურთებს, სხვადასხვა ზომის დიოდურ ვარსკვლავებს და ფიფქებს შეიძენს. 

ასევე ქალაქში დაიდგმება მანათობელი დეკორაცია “2025”. 

შეგახსენებთ, რომ ხაშურის მერიამ გასულ წელს ახალი ნაძვის ხე შეიძინა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 160 600 ლარი დახარჯა. ასევე გასულ წელს შეიძინა საახალწლო დეკორაციებიც, რომელთა ღირებულება 48 000 ლარი იყო.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი