ახალი ამბები

ბებნისთან ავტომანქანა ქვეითს შეეჯახა – მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

“მოზაიკას” ინფორმაციიით, ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. 

მამაკაცი, რომელიც დირბის მკვიდრი იყო, ადგილზე გარდაიცვალა“, – უთხრეს “მოზაიკას”. 

როგორც მერის წარმომადგენელმა გიორგი იმერლიშვილმა გვითხრა, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება იყო გამოძახებული, თუმცა დამატებითი დეტალები მისთვის უცნობია.

მომხდარის დეტალებს “მოზაიკა” შსს-ში არკვევს.

დატოვეთ კომენტარი