გორის მუნიციპალური ინსპექციის დირექტორის მოადგილედ გიორგი დავითაძე დაინიშნა. ეს ინფორმაცია “მოზაიკას” საკრებულოს და მერიის თანამშრომლებმა დაუდასტურეს.
როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, დავითაძე წარსულში ძალოვან უწყებაში მუშაობდა.
“მოზაიკა” შეეცადა ახალი კადრის შერჩევის კრიტერიუმების გარკვევას, თუმცა ა(ა)იპ-ის დირექტორი ილია რაზმაძე ჟურნალისტების ზარებს არ პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნიკა ღვინიაშვილმა პირადი განცხადების საფუძველზე მუნიციპალური ინსპექცია დატოვა.
დატოვეთ კომენტარი