გორის მუნიციპალიტეტის მერია გეგმავს, რომ მომავლი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინოს 3 000 000 ლარი, საცხოვრებელი კორპუსების ეზოების რეაბილიტაციისთვის.
უწყებამ ამისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ეტაპობრივად, მომავალი წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს.
აღსანიშნავია, რომ გორის მერია კორპუსების ეზოების მოწყობას თანადაფინანსების პროგრამის ფარლგებში გეგმავს, სადაც მერია პროექტის 90%-ს აფინანსებს. თანხა სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
დატოვეთ კომენტარი