ახალი ამბები

ავარიის დროს დაშავებული დების მხარდასაჭერად სკოლამ საქველმოქმედო აქცია მოაწყო

ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დების მხარდასაჭერად თანასკოლელებმა საქველმოქმედო აქცია მოაწყეს, – ინფორმაციას ხაშურის მეხუთე სკოლის ეკო-კლუბი ავრცელებს. 

დღეს ხაშურის N5 საჯარო სკოლის ეკო -კლუბ “ მწვანე ნაკვალევმა” საქველმოქმედო ღონისძიება “კულინარიის დღე “ განახორციელა, საქველმოქმედო ღონისძიება ჩვენი სკოლის მოსწავლეების თათულისა და ნიაკოს დასახმარებელად შედგა, ნიაკო და თათული ავტოსაგზაო შემთხვევით დაზიანდნენ, გოგონებს რეაბილიტაცია საზღვარგარეთ ესაჭიროება. ჩვენი კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს , მცირედი წვლილი შეეტანათ გოგონების გამოჯანმრთელებაში“, – წერს ეკო-კლუბი. 

ბოლო ინფორმაციით, 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა მათ მკურნალობის გაგრძელება საზღვარგარეთ სჭირდებათ, რისი შესაძლებლობაც ოჯახს არ აქვს. 

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშურში 12 ოქტომბერს მოხდა. გოგონებმა შემთხვევის შედეგად თავის ქალის მძიმე დაზიანება მიიღეს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.