ახალი ამბები

კარალეთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

კარალეთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა, ლედი მარკოზაშვილმა თანამდებობა დატოვა. 

ჩემი ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა. პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვე კარალეთის პირველი სკოლის დირექტორის თანამდებობა“, – აღნიშნავს მარკოზაშვილი. 

მარკოზაშვილი სკოლის დირექტორად  გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად ნანა ტარმაკოზაშვილის ყოფნის პერიოდში დაინიშნა. 

“მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მენდო. ნანა ტერმაკოზაშვილმა  მომცა გამბედაობა და შესაძლებლობა ვყოფილიყავი ამ არაჩვეულებრივი სკოლის დირექტორი. სკოლისა, სადაც დიდი სიყვარულით და პატივისცემით მიმიღეს სრულიად უცხო ადამიანი. მენდნენ და გამომყვნენ ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეში. უღრმესი მადლობა თეა ჯაბახიძე “

ლედი მარკოზაშვილი ამავე სკოლაში მასწავლებლად გააგრძელებს მუშაობას. 

დატოვეთ კომენტარი