ახალი ამბები

აუზის, დარბაზის და სკოლის აშენებისთვის “ართვინ ჯორჯიას” ₾20 მილიონს უხდიან

კასპში საცურაო აუზის კომპანია “ართვინ ჯორჯია” ააშენებს, რომელიც მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო.

“ართვინ ჯორჯიამ” უკონკურენტოდ გაიმარჯვა ტენდერში და კასპის მერიისგან 7 მლნ-იანი ხელშეკრულება მიიღო. ხელშეკრულება “ართვინ ჯორჯიასა” და კასპის მერიას შორის მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გაფორმდა.

აღნიშნული კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი საქართველო-თურქეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ოსმან ოზქეთია.

იგივე კომპანია შიდა ქართლში კიდევ 2 მსხვილ პროექტს ახორციელებს.

  • ხელშეკრულება “ართვინ ჯორჯიასთან” ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამაც გააფორმა. სოფელ ბრეთის მეურნეობაში სპორტული დარბაზი მშენებლობისთვის  5 928 362 ლარიანი ხელშეკრულებაა გაფორმებული.
  • მიმდინარე წელს, დაბა აგარაში სკოლის მშენებლობისთვის, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის გამოცხადებულ ტენდერშიც “ართვინ ჯორჯიამ” გაიმარჯვა. კომპანია ამ ტენდერიდან 7 311 013 ლარს მიიღებს.

საბოლოოდ, ამ სამი პროექტისთვის, კომპანია ბიუჯეტიდან 20 239 375 ლარს მიიღებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ იგივე კომპანიამ ააშენა “გორი მოლიც”, რომლის მფლობელიც “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესმენია. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები