საახალწლოდ, ქარელის მერია ახალ ნაძვის ხეს ყიდულობს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, ნაძვის ხის სიმაღლე ვარსკვლავის გარეშე 14 მეტრი იქნება, ვარსკვლავის კი – 1,5 მეტრი.
ნაძვის ხესთან ერთად, მერია აქსესუარების შეძენასაც აპირებს. კერძოდ კარკასული ბურთის, კარკასული ზარების, თოვლის პაპის, თოვლის კაცის და ფიფქების.
ნაძვის ხის და აქსეასურების შეძენისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 160 000 ლარი დაიხარჯება.
შეგახსენებთ, რომ საახალწლო მორთულობების შესაძენად მერიამ ბიუჯეტში ცვლილებები ახლახანს შეიტანა. შედეგად, დეკორაციებისთვის განსაზღვრულ ხარჯი, წინა წლებთან შედარებით, რამდენიმე ათასით ზრდით. მაგალითად, 2022 წელს ამ მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 86 000 ლარი, ხოლო 2023 წელს – 26 000 ლარი დაიხარჯა.
დატოვეთ კომენტარი