საქართველოს სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში იმყოფებოდა. როგორც იოსელიანი ამბობს, ის სოფელს ადგილობრივების მდგომარეობის გასაცნობად ესტუმრა.
“ვაგრძელებ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადამიანები განიცდიან სხვადასხვა ტიპის მათ შორის უსაფრთხოების პრობლემებს, მათ მიმართ განსაკუთრებული უნდა იყოს სახელმწიფოს დამოკიდებულება და ზრუნვა. ამიტომ ჩამოვდივარ, ვისმენ მათ პრობლემებს და შემდგომ ამ ინფორმაციას ვაწვდი შესაბამის უწყებებს“, – განაცხადა იოსელიანმა.
დატოვეთ კომენტარი