ახალი ამბები

“პროტესტი იქნება უწყვეტი იქამდე, სანამ ხალხი არ დაიბრუნებს მოპარულ არჩევნებს”

საქართველოს ადგილი ევროპაშია და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ“, – ამბობს კოალიციის “ერთიანობა” წარმომადგენელი და გორის საკრებულოს წევრი ანი ბალიაშვილი. 

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება. 

პროტესტი იქნება უწყვეტი იქამდე, სანამ ხალხი არ დაიბრუნებს მოპარულ არჩევნებს და მიტაცებულ სახელმწიფოს. ივანიშვილმა იკადრა უკადრებელი და სწორედ ამიტომ, არ უნდა მოვაპარინოთ ჩვენი ისტორიული არჩევანი. საქართველოს ადგილი ევროპაშია და ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. მე, ჩემი პარტია და ჩემი მეგობრები საპროტესტო აქციებს შევუერთდებით ყველგან. მნიშვნელოვანია, ყველამ გაიაზროს, რამხელა უფსკრულის წინაშე აღმოვჩნდით“, – ამბობს ანი ბალიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. ამ დროისთვის, აქციის მონაწილეებს ჩაკეტილი აქვთ ვარაზის ხევი. 

დატოვეთ კომენტარი