ახალი ამბები

ქარელის მუნიციპალიტეტის 4 საბავშვო ბაღში სათამაშო მოედნები მოეწყობა

ქარელის მუნიციპალიტეტის 4 საბავშვო ბაღში  სათამაშო მოედნებს მოეწყობა. ამისთვის ქარელის მერია 155 381 ლარის დახარჯვას გეგმავს. 

გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, მოედნები ქარელის N1, ქარელის N3, აგარის და ბრეთის მეურნეობის საბავშვო ბაღებში უნდა მოეწყოს. 

  • ქარელის N1 საბავშვო ბაღში ორი სათამაშო მოედნის მოწყობის სამუშაოებზე 52 340 ლარი დახიარჯება;
  • ქარელის N3 საბავშვო ბაღში ერთი სათამაშო მოედნის მოწყობისთვის 25 997 ლარია გათვალისწინებული;
  • აგარის საბავშვო ბაღში ორი სათამაშო მოედნის მოწყობისთვის 52 668 ლარია გამოყოფილი;
  • სოფელ ბრეთის მეურნეობის საბავშვო ბაღში სათამაშო მოედნის მოწყობისთვის 24 376 ლარი დაიხარჯება.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მოედნების მოწყობა წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი