ახალი ამბები

ზეთი, ფქვილი, ბრინჯი, შოკოლადი – რას დაურიგებს გორის მერია გაჭირვებულებს საახალწლოდ 

გორის მუნიციპალიტეტის მერია 333 სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის საახალწლოდ სურსათს შეიძენს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 30 000 ლარს დახარჯავს.

“მოზაიკა” გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც გორის მერიის გადაწყვეტილებით ახალ წელს სოციალურად დაუცელი ოჯახების სუფრაზე მოხვდება: 

  • მცენარეული ზეთი;
  • 2 კგ. ხორბლის ფქვილი; 
  • 1 კგ. შოკოლადის კანფეტი;
  • 370 გრ. შესქელებული რძე შაქრით;
  • ლიმონათი;
  • 750 მლ. შუშხუნა ღვინო;
  • 1 კგ. ბრინჯი;
  • 200 გრ. გოზინაყი;
  • 360 გრ. ძეხვი “სერველადი”;
  • 1 კგ, შაქრის ფხვნილი. 

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ბოლო სამ წელში მკვეთრად გაიზარდა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თუკი გასულ წლებში გაჭირვებული ადამიანების რიცხვი საშუალოდ 6 800 იყო, ბოლო სამი წლის მონაცემების მიხედვით ამ რიცხვმა 7 000 ადამიანს გადააჭარბა, კერძოდ: 2021 წელს სოციალურად დაუცველთა რიცხვი 7 212 იყო, 2022 წელს – 7 463, ხოლო 2023 წელს – 7 609. 

ამავე თემაზე: გორში, საახალწლოდ გამოყოფილი თანხის 84% დეკორაციებს, 16% კი გაჭირვებულ ოჯახებს მოხმარდება 

დატოვეთ კომენტარი