16-17 ნოემბერს, გორის სპორტის სასახლეში გაიმართება მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის, გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.
გიორგი ხინჩეგაშვილი გორის ყოფილი მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მამა იყო. მისი სახელობის ტურნირი წლების წინ ნუგზარ სხირელმა დააწესა და წელს უკვე მერვედ გაიმართება.
ტურნირში იასპარეზებენ 2010 – 2012 წლებში დაბადებული სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. მონაწილენი პირველობისათვის იბრძოლებენ 10 წონით კატეგორიაში.
16 ნოემბერს ჩატარდება პირველი საშეჯიბრო დღის პაექრობები, ხოლო 17 ნოემბერს ფინალები და შეხვედრები მესამე ადგილისათვის. დასაწყისი, 16 ნოემბერს 10 საათიდან. დასწრება თავისუფალია.
დატოვეთ კომენტარი