ახალი ამბები

“ჩორჩანა – წაღვლის ტყეში ორკებმა გაიტაცეს ჩვენი მოქალაქეები” – დავით ქაცარავა 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ჩორჩანა-წაღვლის ტყიდან საქართველოს მოქალაქეები გაიტაცეს. 

ინფორმაცია ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

“ჩორჩანა-წაღვლის ტყეში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ორკებმა გაიტაცეს ჩვენიმოქალაქეები”, – დაწერა ქაცარავამ. 

აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ, 10 ნოემბერს გაავრცელა, თუმცა უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებული წნელისის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს ორი მოქალაქე. 

“რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად”, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.