ახალი ამბები

ქარელის მერია საკუთარ ა(ა)იპ-ში 3 ქორეოგრაფის შტატს ამატებს 

ქარელის მერია საკუთარ ა(ა)იპ კულტურისა და ხელოვნების გაერთიანებაში 3 შტატს ამატებს. 

ახალი ტანამშრომლების ხელფასებისთვის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შესახებ მერიამ საკრებულოს უკვე აცნობა. 

როგორც მერიის წერილიდან ვიგებთ, სამი ახალი თანამშრომლების ხელფასისთვის ა(ა)იპ ქარელის ბიუჯეტიდან დამატებით 4 476 ლარს მიიღებს. 

კულტურის სახლს 3 ქორეოგრაფის შტატი დაემატა, მათი შრომის ანაზღაურებუსთვის ბიუჯეტიდან დაემატათ სუბსიდიის სახით 4 476ლარი“, – თქვა საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნელი ლომიტაშვილმა საკრებულოს რიგარეშე სხდომაზე.

ახალი ქორეოგრაფები ა(ა)იპ-ის დაქვემდებარებაში მყოფ კულტურის ცენტრში დასაქმდებიან. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი