ახალი ამბები

ქარელის მერია საახალწლოდ ახალ ნაძვის ხეს შეიძენს 

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლოდ ახალ ნაძვის ხეს შეიძენს. ამისთვის უწყებას ბიუჯეტში ცვლილებები შეაქვს და საახალწლო მორთულობების ხარჯს 160 000 ლარამდე ზრდის. 

შესაბამისი წერილი მერიამ საკრებულოს უკვე გადაუგზავნა. 

დამატებით ინფორმაციას არ ვფლობ. ვიცი, რომ ნაძვის ხეს ვყიდულობთ, მერთან დამატებით დეტალებზე არ მისაუბრია“, – გვითხრა ქარელის საკრებულოს თავმჯდომარემ. 

როგორც “მოზაიკამ” გაარკვია, ახალი ნაძვის ხე ქარელში დაიდგმება, ძველს კი აგარაში დადგამენ. 

აღსანიშნავია, რომ გასულ წლებთან შედარებით, მერია საახალწლო მორთულობებისთვის განსაზღვრულ ხარჯს რამდენიმე ათასით ზრდით. მაგალითად, 2022 წელს ამ მიმართულებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 86 000 ლარი, ხოლო 2023 წელს – 26 000 ლარი დაიხარჯა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი