ახალი ამბები

გორის მერიაში არ იციან როდის და ვინ ჩააბარებს საზოგადოებას წლიურ ანგარიშს 

“თუ გადაწყდა, ყველა მედია ერთად გაიგებს”, – ასე უპასუხეს გორის მერიაში “მოზაიკას” კითხვას, ვინ და როდის ჩააბარებს წლიურ ანგარიშს საზოგადოებას. 

ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ყოფილმა მერმა, ლადო ხინჩეგაშვილმა პარლამენტარობის სურვილით, თანამდებობა დატოვა. 

ამჟამად მერის მოვალეობას სიმონ გულედანი ასრულებს, რომელიც მანამდე, გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

“ჯერ არაფერია გადაწყვეტილი ანგარიშთან დაკავშირებით, თუ დაიგეგმება, ყველა მედიის წარმომადგენელი იქნება ინფორმირებული”, – გვითხრეს გორის მერიაში. 

ინფორმაციისთვის,  მუნიციპალიტეტების მერები მუშაობის ერთ-წლიან ანგარიშებს წლის ბოლოს წარადგენენ. წარდგენებს თავდაპირველად საჯარო განხილვებიც ახლდა თან, თუმცა ბოლო წლებში ფორმატი შეიცვალა და ანგარიშის წარდგენების კითხვა-პასუხის გარეშე წართმართვა პრაქტიკად იქცა. მსგავსი პრაქტიკით უკვე წარადგინა საკუთარი ერთ-წლიანი მუშაობის ანგარიში ქარელის მერმა.

ამავე თემაზე: ქარელის მერმა ერთ-წლიანი მუშაობის ანგარიში 20 წუთში ჩაატია

დატოვეთ კომენტარი