ქარელის მერიამ ოთხ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. უწყება ახალი თანამშრომლების აყვანას ადმინისტრაციული, ეკონომიკის განვითარების და საბიუჯეტო-საფინანსო სამსახურებში გეგმავს. კერძოდ:
სამსახურის დასახელება | პოზიციის დასახელება | ხელფასი | კონკურსის ტიპი |
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური | შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი სახელმწიფო შესყიდვების წარმოების საკითხებში | 1330 ლარი | ღია კონკურსი |
ეკონომიკური განვითარების სამსახური | ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების ორგანიზების საკითხებში | 1330 ლარი | ღია კონკურსი |
ეკონომიკური განვითარების სამსახური | სივრცითი მოწყობის, არქიტექტურულ-სამშენებლო და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი სპეციალისტი ინფრასტრუქტურული პროექტების საქმისწარმოების საკითხებში | 1463 ლარი | შიდა კონკურსი |
ადმინისტრაციული სამსახური | საქმისწარმოების განყოფილების უფროსი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში | 1463 ლარი | შიდა კონკურსი |
ოთხივე პოზიციაზე ვაკანსია, არჩევნების შემდეგ, მერიამ ერთდროულად გამოაცხადა და განაცხადების მიღების ბოლო დღედ 14 ნოემბერი განსაზღვრა.
როგორც ქარელის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ამბობს, ეს პოზიციები უკვე მეორე წელია ვაკანტურია.
“ჩვენი ვალდებულებაა, რომ როდესაც მერიაში ვაკანსიაა, კონკურსი გამოვაცხადოთ და ადგილები შევავსოთ. შარშანაც გამოვაცხადეთ კონკურსი, მაგრამ კადრების შერჩევა ვერ მოხერხდა“, – გვითხრა ალეკო ღამბარაშვილმა.
ამ დროის განმავლობაში ვინ ასრულებდა ვაკანტური პოზიციებისთვის გათვალისწინებულ სამუშაოებს და რა პრობლემები ექმბებოდათ ერთით მეტი სპეციალისტის არყოლით, ამაზე საუბარი სამსახურების უფროსებს არ სურთ.
აღსანიშნავია, რომ ოთხივე პოზიციაზე ახალი თანამშრომლების აყვანის შემთხვევაში, მერიის წლიური სახელფასო ხარჯი 67 032 ლარით გაიზრდება.