ახალი ამბები

გორის ტრანსპორტის სააგენტომ 57 უბილეთო მგზავრის საქმე აღსრულებას გადასცა

გორის ტრანსპორტის სააგენტომ უბილეთო მგზავრობისთვის დაჯარიმებული 57 ადამიანის ოქმი აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადასცა.

2024 წლის 1-ელი იანვრიდან 2024 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით, ჯამში 252 ჯარიმის ქვითარი დაიწერა. მათგან 171-მა მგზავრმა ჯარიმა გადაიხადა. ხოლო 57 საჯარიმო ოქმი გადაიგზავნა აღსრულების ბიუროში“, – გვითხრეს სააგენტოში.

უწყების ცნობითვე, 8 ნოემბრის მდგომარეობით, გადასახდელი ჯარიმა 6 მგზავრს უფიქსირდება.

ჯარიმა გადასახდელი აქვს  6 მგზავრს. მათგან ვადაგადაცილება აქვს 5 ადამიანს”, – გვითხრეს სააგენტოში.

მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 50 თეთრია. უბილეთო მგზავრობისთვის დადგენილი ჯარიმის ოდენობა კი 20 ლარი. ჯარიმის გადასახდელად მგზავრებს 30 დღე ეძლევათ.

დატოვეთ კომენტარი