გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ გარეჯვარში მდებარე ცენტრალურ ქუჩას ზაზა მუნჯიშვილის სახელი მიენიჭება.
აღნიშნული გადაწყვეტილება გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო.
ზაზა მუნჯიშვილი 1992 წელში აფხაზეთის ომში იბრძოდა, ის 21 ივნისს მოწინააღმდეგის მიერ ნასროლი ტყვიით სასიკვდილოდ დაიჭრა. მუნჯიშვილი 1988-1990 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს არასაუწყებო დაცვაში. გვარდიის დაარსების დღიდან მუნჯიშვილი ჩაირიცხა გორის მე-11 ბატალიონის ოცმეთაურად. 1991 წლის ივნისიდან კი იყო გორის მე-11 ბატალიონის შტაბის უფროსის მოადგილე.
დატოვეთ კომენტარი