ახალი ამბები

ხიდისთავში, წყაროს წყალში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოაჩინეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყლის ხარისხი შეამოწმა. საერთო მოხმარების ონკანიდან აღებულ წყლის ნიმუშში ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები აღმოჩნდა.

​”ჩინეთის უბანში მდებარე საერთო მოხმარების ონკანიდან იქნა აღებული ნიმუში” , – განმარტავენ სააგენტოში.

როგორც ცნობილია, ნიმუში სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გაიგზავნა. კვლევის შემდეგ, წყალში კოლიფორმების არსებობა დადასტურდა.

სპეციალისტების განმარტებით, კოლიფორმები არის ნაწლავის ჩხირის ჯგუფის და აერთიანებს მიკროორგანიზმების 100-მდე სახეობას, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანის, ცხოველებისა და ფრინველების ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შემადგენელ ნაწილს.

ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმის გარეთ კოლიბაქტერიები ძირითადად ფეკალურ მასებში არსებობენ.

დატოვეთ კომენტარი