ახალი ამბები

ძლიერმა ქარმა ზეღდულეთში საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი გადახადა.

ძლიერი ქარის შედეგად დაზარლდა ელიაშვილების მრავალშვილიანო ოჯახი.  დაზიანდა ასევე ელექტროგადამცემი ხაზებიც. 

ადგილზე გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი, სიმონ გულედანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

გორის მერიის ცნობით, ამ დროისთვის სოფლებში, ფაქტობრივად, ყველგან აღდგენილია ელექტრო ენერგიის მიწოდება. 

დატოვეთ კომენტარი