გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გერგაულმა “სამართლიანი არჩევნები” საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, რომლითაც ორგანიზაცია 15 საარჩევნო უბანზე შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვდა.
მოსამართლემ მხოლოდ ბათილად ცნობილი ბიულეტინების გადათვლას დაეთანხმა. გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი, თეა თედლიაშვილი ამბობს, გორის 15 საარჩევნო უბანზე, წინასწარი შედეგების ქვითარში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა შემაჯამებელ ოქმებში მითითებული რაოდენობისგან განსხვავებული აღმოჩნდა.
დატოვეთ კომენტარი