ახალი ამბები

დისციპლინირებული პასუხისმგებლობის ზომად “შენიშვნა” – გორის საოლქომ საჩივრების განხილვა დაასრულა

გორის საარჩევნო საოლქო კომისიაში არჩევნების დღიდან 31 საჩივარი შევიდა. სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილი საჩივრებიდან საოლქო კომისიამ მხოლოდ 2 საჩივარი დააკმაყოფილა, არ დააკმაყოფილა – 18, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა – 4, ხოლო განუხილველად დატოვა 7 საჩივარი. 

საჩივრების უმეტესობა ეხებოდა საარჩევნო უბანზე, არჩევნების დღეს, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, შემაჯამებებლი ოქმის ბათილად ცნობას, საარჩევნო უბნის გარეთ აგიტაციას და მარკირების წესის დარღვევას.

წარდგენილი საჩივრებიდან საოლქო კომისიამ დააკმაყოფილა “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლის, თეა თედლიაშვილის მიერ წარდგენილი საჩივრები, რომელიც ეხებოდა #60 საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევას, კერძოდ, გადასატან ყუთში, ჩარჩო-კონვერტში აღმოჩენლ ორ ბიულეტინს, #15 და #17 საარჩევნო უბნებზე მარკირებიანი ამომრჩევლის დაშვებას. 

“დაკმაყოფილდეს სადამკვირვებლო ორგანიზაცია ა(ა)იპ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო დამკვირვებლის, თეა თედლიაშვილის საჩივარი #32.60 საუბნო საარჩევნო კომისიის გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების, ლია ფილაურისა და ნათია ტუსკაძის მიმართ გამოყენებულ იქნას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად “შენიშვნა”, – ნათქვამია საოლქო კომისიის განკარგულებაში. 

საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად შენიშნვა მიეცა ასევე, #17-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს, ხათუნა კოშორიძესაც. 

“მე-17 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ხათუნა კოშორიძის მიერ საქართელოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევა განხილული უნდა იქნას, როგორც სამსახუროებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, რაც ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, წარმოადგენს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს”, – ნათქვამია განკარგულებაში. 

ინფორმაციისთვის, საოლქო კომისიებში საჩივრების წარდგენის ვადა უკვე დასრულდა. საჩივრების განხილვის ბოლო ვადა 3 ნოემბერია. 

ამავე თემაზე: გორის 10 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმებში ბალანსი არ დგება – საჩივარი საოლქო კომისიაში

“გაბათილდეს შედეგები, სადაც ხმა ელექტრონულად მისცეს” – “საიას” საჩივარი გორის საოლქოში 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.