ახალი ამბები

“ჩააცვი ხეებს”- გორში საქველმოქმედო აქცია გაიმართება

გორში, თეატრის სკვერში საქველოქმედო აქცია “ჩააცვი ხეებს” გაიმართება.

აქცია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის ორგანიზებით ტარდება.

“წითელი ჯვრის” წარმომადგენლის, ალექსანდრე ოქროპირიძის ინფორმაციით, თბილი ტანსაცმლის მიტანა თეატრის სკვერში ყველა მსურველს შეუძლია.

“ძირითადად აქცენტს ვაკეთეთ ძალიან თბილ ტანსაცმელზე. ეს აქცია მათთვისაა, ვინც სათანადოდ ვერ მოემზადა ზამთრის მკაცრ სიცივეებთან გასამკლავებლად. რატომ ვაცმევთ ხეებს? – ეს ჟესტი გამოცდილია და ნამდვილად მუშაობს, რადგან ზოგიერთს ერიდება ხელიდან ხელში გამორთმევა, ასე უფრო უადვილდებათ – თავად მივიდნენ და აიღონ ის, რაც სჭირდებათ. საღამოს სამოსი შეგროვდება და გადამისამართდება საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის ოფისში, ბარნოვის #9ა-ში, სადაც, ადამიანებს 25 დეკემბრის ჩათვლით, შეეძლებათ მოსვლა და სასურველი ნივთის არჩევა”, – ამბობს ალექსანდრე ოქროპირიძე.

აქცია კვირას, 10 ნოემბერს, 12 :00-დან 15:00 საათამდე გაგრძელდება.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული საქველმოქმედო აქცია უკვე რამდენიმე წელია ტარდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.