ახალი ამბები

ვაყის და კასპის N4 საჯარო სკოლების პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაყის საჯარო სკოლის და კასპის N4 საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კასპის N2 საჯარო სკოლა 300 ბავშვზე იქნება გათვლილი. საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვისთვის კი 199 835.00 ლარი დაიხარჯება. 

რაც შეეხება ვაყის საჯარო სკოლას, ის 250 ბავშვზე იქნება გათვლილი და მისი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის 188 080.00 ლარია გამოყოფილი.

ორივე სკოლის პროექტირება 6 თვეში უნდა დასრულდეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი