“ქარელის მერმა საკუთარი არჩევანი რეგისტრატორის მაგიდაზე დააფიქსირა”, – უთხრა “მოზაიკას” კოალიციის “ერთიანობა წარმომადგენელმა. მარიამ ქელეხსაშვილის თქმით, ზაზა გულიაშვილმა ხმის ფარულობა დაარღვია, რაზეც კომისიის წევრებს რეაგირება არ მოუხდენიათ.
მომხდარზე საჩივარი ინდირა ელიაშვილმა დაწერა.
“ქარელის მერი ზაზა გულიაშვილი მე-12 უბანზე დილის 8:00 საათზე გამოცხადდა. იგი იყო პირველი ამომრჩეველი. მან რეგისტრატორ კომისიის წევრთან მაგიდაზე ღიად დააფიქსირა, რომ ხმას აძლევდა “ქართულ ოცნებას” და ასევე, დემონსტრაციულად შემოხაზა აღნიშნული საარჩევნო სუბიექტი. იქ მყოფმა ზოგიერთმა კომისიის წევრებმა და დამკვირვებელმა, მათ შორის მეც, მოვუწოდეთ, რომ ეს ქმედება წარმოადგენდა აგიტაციას, რაც აკრძალული იყო კანონით. ასევე მივმართეთ საუბნო კომიისიის თავმჯდომარეს და მოადგილეს აღეკვეთათ აღნიშნული ფაქტი, თუმცა მათი მხრიდან არანაირ რეაგირებას ადგილი არ ჰქონია“, – წერს საჩივარში ელიაშვილი.