ახალი ამბები

გიორგი კანდელაკს ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

“ამომრჩევლებს ავალებენ ბიულეტენი ისე მოათავსონ კონვერტში, რომ გაფერადებული “41” ჩანდეს”, – უთხრა “მოზაიკას” მამუკა ფანიაშვილმა.

პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრის, მამუკა ფანიაშვილის თქმით, უბანთან მოძრაობის “ერთობა მშვიდობისთვის” წევრი გიორგი კანდელაკი იმყოფება და მისულ ამომრჩევლებს ავალებს ბიულეტენი ისე მოათავსონ კონვერტში, რომ გაფერადებული “41” ჩანდეს.

“ვარიანის მე-40 უბანზე კანდელაკი თავის ხალხითაა მობილიზებული და ამომრჩევლებს ავალებენ გაფერადებული “41” კონვერტში ისე მოათავსონ, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა დაინახონ. ჩვენს ამომრჩეველში აერიათ და ამ ადამიანსაც რომ მოსთხოვეს იგივე ფაქტის დაფიქსირება, ჩვენ შეგვატყობინა”, – გვითხრა მამუკა ფანიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი