ახალი ამბები

“ამომრჩეველი უკვე აქტიურობს” – შიდა ქართლში ყველა უბანი გაიხსნა 

ყველა უბანი გახსნილია, – უთხრეს “მოზაიკას” გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის საოლქო-საარჩევნო კომისიებში. მათი თქმით, გახსნის ეტაპზე, არც ერთ უბანში შეფერხება არ ყოფილა. 

“ამომრჩეეველი უკვე აქტიურობს“, – გვითხრა ხაშურო საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. 

ინფორმაციისთვის, შიდა ქართლში, 235 688 ამომრჩევლისთვის სულ 209 საარჩევნო უბანია გახსნილი:

გორის საარჩევნო ოლში 111 656 ამომრჩევლისთვის – 95 უბანი;

ხაშურის საარჩევნო ოლქში 47 874 ამომრჩევლისთვის – 38 უბანი;

კასპის საარჩევნო ოლქში 38 973 ამომრჩევლისთვის – 31 უბანი;

ქარელის საარჩევნო ოლქში 37 212 ამომრჩევლისთვის – 35 უბანი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.