ატენში მეზობლებმა იჩხუბეს – გარდაიცვალა 50 წლამდე ასაკის მამაკაცი. როგორც “მოზაიკას” უთხრეს, მეზობლებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა.
“მეზობლები არიან და ქეიფობდნენ. სუფრაზევე დაიწყეს კამათი, რაც ფიზიკურ დაპიირისპირებაში გადაიზარდა. ამ ჩხუბში ეს კაცი დაიღუპა“, – უთხრა “მოზაიკას” ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ფაქტი “მოზაიკას” მერის წარმომადგენელმაც დაუდასტურა. შოთა ვანიშვილის თქმით, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი გამოკითხა.
“შელაპარაჯების ნიადაგზე მოხდა. ვიცი, რომ გამოკითხვაზე ჰყავდათ ბიჭები. სხვა დეტალები ჩემთვისაც უცნობია“, – გვითხრა ვანიშვილმა.
ასევე, როგორც “მოზაიკასთვის” გახდა ცნობილი, საქმეში მკვლელობის იარაღი არ ფიგურირებს და განიხილება ვერსია, რომ მამაკაცი გულის შეტევით დაიღუპა. გარდაცვალების მიზეზის დასადგეენად ჩაინიშნა ექსპერტიზა.
მომხდარზე პოლიციამ გამოძიება სსსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.