ახალი ამბები

ხაშურის საოლქომ საკვები პროდუქტი “ოცნების” შემწირველი კომპანიისგან იყიდა 

ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების დღისთვის საკვები პროდუქტები “ქართული ოცნების” შემწირველის კომპანიისგან შეიძინა.

კერძოდ, საოლქომ 800 ლარის ღირებულების პროდუქტი, უტენდეროდ, გამარტივებული წესით შპს “GEO 2008”-ისგან იყიდა, რომლის დირექტორი და მფლობელი “ქართული ოცნების” შემწირველია. 

აღნიშნული შპს-ს დირექტორი, ტარიელ ხარატიშვილია, რომელსაც სხვადასხვა წლებში “ქართული ოცენებისთვის” 22 000 ლარი აქვს შეწირული. 

დატოვეთ კომენტარი