ახალი ამბები

ხაშურში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის, “ბასლაინებს” დახაზავენ

ხაშურის მერიის ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნლი ზოლი, ე.წ. ბასლაინი მოეწყობა. 

უწყების განმარტებით, აღნიშნული მოქალაქეების მოთხოვნა იყო. 

“ხაშურის მუნიციპალიტეტის მოქალაქეთა თხოვნით და მუნიციპალიტეტის მერის ინიციირებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშავა პროექტი, რომელიც ქალაქ ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლის (ე.წ. ბასლეინის/BusLane) მოწყობას ითვალისწინებს”, – ნათქვამია განცხადებაში. 

ხაშურის მერიის განცხადებით, აღნიშნული პროექტი სასმელი წყლის სისტემის მოწყობის შემდეგ განცხორციელდება. 

“გაცნობებთ, რომ რუსთაველის ქუჩაზე უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს წყლისა და წყალარინების სისტემების მოწყობა, რაც ბუნებრივად გამოიწვევს შეზღუდვებს საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობაში. აღნიშნული სისტემების მოწყობის შემდეგ კი, მუნიციპალიტეტი გეგმავს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით განიხილოს რუსთაველის ქუჩაზე ე.წ. ბასლეინის მოწყობის საკითხი”. 

დატოვეთ კომენტარი