გორის ახალგაზრდული ცენტრი არჩევნების დღეს, მათ ვისაც საარჩევნო უბანთან მისასვლელად ტრანსპორტი დასჭირდება, ტაქსით მომსახურებას სთავაზობს.
ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით 26 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში იმოძრავებს GYTaxi და გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველას მოემსახურება, ვისაც არჩევნებზე წასვლა სურს, თუმცა ტრანსპორტის გამო ვერ ახერხებს.
“გეზარება არჩევნებზე მარტო წასვლა, ან შენი საარჩევნო უბანი შენგან შორსაა, მაშინ GYTaxi თქვენს განკარგულებაშია. 26 ოქტომბერს, არჩევნების დღეს დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე გორის ახალგაზრდული ტაქსი უფასოდ მოგემსახურებათ. იმგზავრეთ გორის მუნიციპალიტეტში ნებისმიერი ადგილიდან თქვენს საარჩევნო უბნამდე და უკან ჩვენთან ერთად. მოგვწერე პირად შეტყობინებაში რომელ უბანზე აძლევ ხმას და მალე გიპასუხებთ. არ თქვა უარი შენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე, იგმზავრე ახალგაზრდულად და მხიარულად. წადი არჩევნებზე და მხარი დაუჭირე საქართველოს ევროპულ მომავალს”, – ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.