ახალი ამბები

“ოცნების” აქციაზე წასვლამდე ხაშურში 100-ლარიანი ვაუჩერები დაარიგეს – “ძლიერი საქართველო”

ხაშურში, ერთ-ერთმა სუპერმარკეტმა 100-ლარიანი ვაუჩერები დაარიგა.

ფაქტის დამადასტურებელ ფოტოს კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრი კობა ნოზაძე ავრცელებს.

“ეს ,რომ კანონით დასჯადია და ამომრჩეველთა მოსყიდვაა, ჩვენზე უკეთ იცით . ღმერთმა შეგარგოთ აიღეთ და იქ გადახაზეთ ბატონი”, – წერს კობა ნოზაძე.

“ის, თუ რატომ გაკეთდა მემგონი არ საჭიროებს ზედმეტ კომენტარს, ეს წინასაარჩევნოდ არის მოსყიდვა. “ქართულმა ოცნებამ” მეთოდები დახვეწა, ხახვის და კარტოფილის ნაცვლად, უკვე 100- ლარიანი ვაუჩერები დაურიგა თავის ამომრჩეველს, თუმცა დარწმუნებული ვარ ხალხი არ გაიყიდება 100 ლარზე და ის ადამიანები, რომლებმაც ეს ვაუჩერები აიღეს ხმას ოპოზიციას მისცემენ”, – აცხადებს ეკა პაპუაშვილი, კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.