ახალი ამბები

“ადამიანებს ემუქრებიან და აშინებენ” – კოალიცია “ერთიანობა” ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებზე 

კოალიცია “ერთიანობის”  წევრმა,  ანი ბალიაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა გორსა და კასპში ამომრჩეველზე ზეწოლასა და მოსყიდვაში შემჩნეული რამდენიმე ადამიანის შესახებ.  მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილ კრიმინალურ ავტორიტებზეც. 

ბალიაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი ვინც ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენს, მერის წარმომადგენელია. 

“მერის წარმომადგენელი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთსა და გარეჯვარში, ზურაბ მურადაშვილი შემჩნეულია ამომრჩევლების დაშინებასა და მოსყიდვაში. ართმევს პირადობის მოწმობებს და საფუძლვლიან ეჭვს ბადებს, რომ ის ცდილობს გაყალბების მცდელობებში მიიღოს მონაწილოება. მას ამაში ეხმარება, რუსეთიდან სპეციალურად ჩამოსული კრიმინალი, მეტსახელად “დოლარიჩი” რომელიც მისი ახლო ნათევასია. ეს ორი ადამიანი, ჩვენ მოსახლეობასთან შეხვედრისას, კარდაკარზე დაგვყვებოდა და ახდენდა იმ ამომრჩევლის იდენტიფიცირებას, რომელსაც ჩვენ ვესაუბრებოდით და შემდეგ მათთან მიდიოდნენ სახლებში და ცდილობდნენ მათ დაშინებას”, – განაცხადა ბალიაშვილმა. 

ოპოზიციონერის თქმით, ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენს ასევე პრორუსი ბიზნესმენი, გიორგი კანდელაკიც, რომელიც “ქართული ოცნების” შემწირველიცაა. 

“ცნობილი პრორუსი ბიზნესმენი, გიორგი კანდელაკი, ყველამ კარგად ვიცით მის შესახებ, ის აქტიურად არიგებს როგორც თანხას, ისე სუფრებს უშლის სოციალურად დაუცველებსა და მოწყვლად ჯგუფებს. საკუთარ რესტორნებში შემორჩენილ ნარჩენებზე აქეიფებს გაჭირვებულ ადამიანებს და ასე ცდილობს მოახდინოს ზეწოლა ამომრჩეველზე.” 

ანო ბალიაშვილის თქმით, ამომრჩევლებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სოციალურად დაუცველებს აშინებს და ზემოქმედებას ახდენს სოციალური სამსახურის ხელმძღვანელიც. 

“სოციალურად დაუცველებზე ზემოქმედებაშია შემჩნეული ასევე, სოციალური სააგენტოს ხელმძთვანელი, თეა თედელური, რომელიც საკუთარ თანამშრომლებს იყენებს იმისთვის, რომ მოწყვლადი და გაჭირვებული ამომრჩევლები დააშინოს და მათ ემუქრება სოციალური დახმარების მოხსნით. მსგავსი ფაქტი რამდენიმე დღის წინ დაფიქსირდა სოფელ ატენში, როცა სოციალური აგენტი ღიად ემუქრებოდა სოცუალურად დაუცველს, რომ თუკი “ქართულ ოცნებას” არ მისცემდა ხმას, მოეხსნებოდა დახმარება”, – ამბობს ბალიაშვილი. 

კოალიციის წევრის თქმით, ამომრჩევლის მოსყიდვასა და დაშინებას ცდილობს კასპის მუნიციპალიტეტში ე.წ. ბაჰატინა და ასევე ერთ-ერთი სოფლის სკოლის დირექტორი. 

“ამომრჩევლის მოსყიდვაში და დაშინებაშია შემჩნეული კასპის მუნიციპალიტეტში ცნობილი კრიმინალი, რუსეთსა და აზერბაიჯანში მოღვაწე ე.წ. ბაჰატინა, რომელიც სპეციაურად ჩამოიყვანეს წინასაარჩევნოდ, რომ მოახდინოს ამომრჩევლის დაშინება. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, სკოლის დირექტორი შახალ ისმაილოვი არის შემჩნეული იმაში, რომ ამომრჩეველს ართმევს პირადობის მოწმობებს და მათ მოსყიდვას სხვადასხვა ფორმით ცდილობს”, – განაცხადა ბალიაშვილმა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.