ხვალ “ქართული ოცნების” აქციაზე საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული პირები გორიდანაც მიჰყავთ. მათ ტრანსპორტირებას ამჯერადაც მიკროავტობუსებით უზრუნველყოფენ.
მმართველი პარტიის ღონისძიებაზე მიყავთ გორის მერიის თანამშრომლებიც.
“მე შვებულება დავწერე, ვიცი, რომ სხვებმაც ასე ქნეს. ადრეც ასე ხდებოდა, როცა “ქართული ოცნების” ღონისძიება სამუშაო დღეს ემთხვეოდა“, – უთხრა “მოზაიკას” მერიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
ეს ინფორმაცია “მოზაიკას” რამდენიმე ადამიანმა დაუდასტურა.
“ხვალ ალბათ ათობით ადამიანიღა იქნება მერიაში”.
ინფორმაციისთვის, ხვალ “ქართული ოცნება” აქციას 19:00 საათზე მართავს – შეკრებას მმართველი პარტია საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას უწოდებს.
დატოვეთ კომენტარი