ახალი ამბები

საჩივარი ხაშურის საოლქოში – არღვევს თუ არა მერია კანონს?

“მოზაიკას” სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საჩივარი შევიდა. საჩივარში წერია, რომ  დაირღვია საარჩევნო კოდექსი მაშინ, როდესაც წინასაარჩევნოდ გადაწყდა კომპენსაციების გაცემა იმ  მოქალაქეებზე, რომლებიც სტიქიამ 7 თვის წინ დააზარალა.

ამავე თემაზე: ხაშურში, 9 თვის წინ დაზარალებულ ოჯახებს კომპენსაციას არჩევნებამდე 2 კვირით ადრე დაურიგებენ 

„სახელისუფლებო პარტია გამოსცემს განკარგულებას წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში თებერვალში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა დასახმარებლად. იმისთვის, რომ აღნიშნული არ ჩათვლილიყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად და მიზანი სწორად ამ ადამიანების დახმარება ყოფილიყო, მთავრობა იმოქმედებდა მყისიერად და სტიქიდან რვა თვის შემდეგ კი არა, არამედ გონივრულ ვადაში დაუყოვნებლივ გამოსცემდა მსგავს განკარგულებას”, – განმარტავს საჩივრის ავტორი – კოალიცია “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი თამუნა მენაბდე.

საჩივარში მითითებულია, რომ დარღვეულია საარჩევნო კოდექსის 88-ე მუხლი, რაც გულისხმობს ადმინისტაციული რესურსის გამოყენებას და ითვალისწინებს 2 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ჯარიმას.

დატოვეთ კომენტარი