ავტობანზე, ქარელი-რუისის მონაკვეთზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც “მოზაიკას” უთხრეს, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა.
“მამაკაცი გზაზე გადადიოდა და მაშინ დაეჯახა მსუბუქი ავტომანქანა. მამაკაცი გარდაიცვალა“, – უთხრეს “მოზაიკას”.
მომხდარზე შშს-მ გამოძიება 276-ე მუხლი მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დატოვეთ კომენტარი