ახალი ამბები

ლაშა შავდათუაშვილი უკრაინაში მასტერკლასებს ჩაატარებს 

ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი, უკრაინის 3 ქალაქში ძიუდოს მასტერკლასებს ჩაატარებს, – ინფორმაციას ამის შესახებ ვებგვერდი belive.ge ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციით, ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი უკრაინაში მასპინძელი მხარის ჩართულობითა და ინიციატივით ჩავა და 3 სხვადასხვა ქალაქში: დნეპრში, კიევსა და ლვოვში ძიუდოს მასტერკლასებს ჩაატარებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ლაშა შავდათუაშვილი არის ამ დონის პირველი უცხოელი ძიუდოისტი, რომელიც უკრაინას ომის დაწყების შემდეგ ეწვევა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.