ხაშურში მორიგი კონცერტი 18 ოქტომბერს გაიმართება. ამჯერად, ხაშურის მერია ანუკი ცქვიტინიძის და გელა დონაძის კონცერტს აფინანსებს და ამისთვის ბიუჯეტიდან 5 000 ლარს ხარჯავს.
“კონცერტი მუსიკალური სკოლის დარბაზში 18:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებას მაია დათუნაშვილი გაუძღვება და დასწრება თავისუფალი იქნება“, – უთხრეს “მოზაიკას”.
წინასაარჩევნო პერიოდში ეს უკვე მეოთხე კონცერტია, რომელიც ხაშურში იმართება. გამართული მუსიკალური ღონისძიებებიდან 3-ის ხარჯს სრულად ადგილობრივი ბიუჯეტი ფარავს.
კერძოდ, სექტემბერში მერიამ ხაშურში სიმღერისთვის “ფორტეს” 6 000 ლარი გადაუხადა. “ხაშურ-ქალაქობის” გალა კონცერტზე სიმღერისთვის “ღამის შოუს ბენდმა”, “აფხაზეთმა” და DJ EMZEM-მა 28 500 ლარი მიიღო. 18 ოქტომბრის კონცერტისთვის კი 5 000 ლარი დაიხარჯება.
რაც შეეხება მეოთხე კონცერტს, 30 ოქტომბერს “ქართული ოცნების” მხარდამჭერი კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა გია ნიკოლაძემ და მარიტა როხვაძემ მიიღო.