სტატიები

“ოცნების” კანდიდატების “გორის დღეზე” გამოსვლა 4 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს

ვლადიმერ ხინჩეგაშვილის და გენო პეტრიაშვილის “გორის დღეზე” სიტყვით გამოსვლა 2 000-დან  4 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს – რა წერია კანონში და როგორ ირგებს საბიუჯეტო რესურსებს “ქართული ოცნება? 

გორის სახალხო დღესასწაული “ქართული ოცნების” საარჩევნო ტრიბუნად იქცა – გასართობად შეკრებილი მოსახლეობისთვის სიტყვით მიმართვის შესაძლებლობა ყველა იმ გორელ პოლიტიკოსს მიეცა, ვინც “ქართულმა ოცნებამ” საკუთარ საარჩევნო სიაში ჩასვა. ადგილობრივი ბიუჯეტით მოწყობილ სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გიორგი სოსიაშვილი და გენო პეტრიაშვილი. 

| “გორის დღე” გახდა საარჩევნო ღონისძიება, რომელსაც ხელისუფლება ირგებს სათავისოდ”

სახალხო დღესასწაულზე სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანები შეიკრიბნენ, თუმცა მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მათ “ქართული ოცნების” სააგიტაციო გზავნილების მოსმენა მოუწია. 

კლასიკური მაგალითი იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა ის ფაქტი, რომ სცენაზე გამოვიდნენ მოქმედი ხელისუფლების პარტიული სიის წარმომადგენლები, რომლებსაც არ ჰქონდათ სცენაზე დგომის არანაირი უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა, საუბარი გენო პეტრიაშვილზე და ლადო ხინჩეგაშვილზე, რომლებმაც სიტყვით მიმართეს საზოგადოებას“, – ამბობს ლექსო ვალიაური. 

რა სტატუსით იდგა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი სცენაზე, ამ კითხვაზე ოფიციალური პასუხი ღონისძიების ორგანიზატორებს არ გაუვრცელებიათ. სამაგიეროდ, იურისტები ამბობენ, რომ კანონით მათ ამ სცენიდან ამომრჩევლებისთვის მიმართვის უფლება არ ჰქონდათ. 

მოქალაქეთა ნაწილი ყურადღებას მიმდებარე ტერიტორიაზე “ქართული ოცნების” სააგიტაციო მასალების სიმრავლეზეც ამახვილებს. როგორც “მოზაიკას” უთხრეს, პერიმეტრი ოპოზიციური პარტიების საარჩევნო პლაკატებისგან წინა დღით, მიზანმიმართულად გაასუფთავეს. 

გარდა ამისა, “ქართული ოცნების” სააგიტაციო მასალა ჩანს მერიის მიერ გავრცელებულ ფოტო-ვიდეო მასალაში, რაც იურისტების შეფასებით ასევე კანონდარღვევაა. 

| “ეს ყველაფერი ითვლება პირდაპირი წესით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად”

“გორის დღე” მერიასთან შეთანხმებით კულტურის სააგენტომ დაგეგმა. სხვადასხვა ღონისძიებებისთვის კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 50 000 ლარამდე დაიხარჯა. შესაბამისად, საარჩევნო კოდექსის დარღვევაზე პასუხისმგებლობაზეც ორგანიზატორებს ეკისრებათ. 

საია-ს გორის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, სახალწლო დღესასწაულზე საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-7 პუნქტი დაირღვა, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 2 000-დან 4 000 ლარამდე ოდენობით. 

კანონი ითვალისწინებს, რომ აკრძალულია სახელმწიფო ბიუჯეტის ან მუნიციპალიტეტის დაფინანსებულ ღონისძიებაზე ორგანიზატორების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა. ამ წესის დარღვევა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, რაც არის დაჯარიმება 2000-დან 4000 ლარამდე ოდენობით. რომ ყოფილიყვნენ უბრალოდ სპორტსმენი და უბრალოდ მერი, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ ვინაიდან არის კანდიდატი და დელეგატი ეს საკითი ამდაგვარად განისაზღრვრება“, – გვითხრა ქეთი ბებიაშვილმა. 

ბებიაშვილის თქმით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მერიის მიერ “ქართული ოცნების” სააგიტაციო მასალის ირიბი ფორმით გავრცელების მცდელობა საკუთარი სოციალური ქსელებით. 

აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი “გორის დღემდე” ასევე ესწრდებოდა ერისთავის თეატრის ფესტივალის დახურვას, სადაც ღონისძიების წამყვანებმა თეატრის მაყურებლის წინაშე მისი საქმიანობა დადებითად შეაფასეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.