ახალი ამბები

“მდგომარეობა სტაბილურია” – ჰოსპიტალი გორში, მე-4 სართულიდან ვარდნის შედეგად დაშავებულ ქალზე

ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება 30 წლამდე ქალი, რომლის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვისაც ქმარი დააკავეს.

როგორც “მოზაიკას” სამხედრო ჰოსპიტალში უთხრეს, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. კლინიკის ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. 

“მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, მდგომარეობა სტაბილურია და რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს”, – განაცხადეს კლინიკაში. 

“მოზაიკას” ინფორმაციით, ქალი კლინიკაში მრავლობითი მოტეხილობებით შეიყვანეს. ის საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან ვარდნის შედეგად დაშავდა და ამ დრომდე მკურნალობას გადის. 

როგორც ცნობილია, სამართალდამცავებმა მომხდარის გამო, ქალის ქმარი, 40 წლამდე მამაკაცი დააკავეს და ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით წარუდგინეს.

“მოზაიკას” ინფორმაციით, დაშავებულთან გამოკითხვაზე უკვე იყვნენ სამართალდამცველები.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.