ახალი ამბები

“ოცნება” ქარელის მუნიციპალიტეტში 25%-ზე მეტს ვერ აიღებს – ილია ბურჯანაძე

“ქართული ოცნება” ქარელის მუნიციპალიტეტში 25%-ზე მეტს ვერ აიღებს, – ამბობს კოალიციის “ერთიანობა” წარმომადგენელი ილია ბურჯანაძე.

მისი თქმით, ამგვარი პროგნოზის საფუძველი ადგილობრივების განწყობებია.

“ხალხის განწყობიდან და მათი მრავალი ცრუ დაპირებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ 25% მეტს ვერ აიღებენ არჩევნებში. მათი დაპირება იყო 100 ქარხანის ამუშავება, საწვავის გაიაფება, უფასო ფული სოფლებისთვის, თუმცა არცერთი დანაპირები არ შესრულდა. ყოველივე ეს მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ისინი 25% მეტს ვერ აიღებენ. ასე ვფიქრობ მე და ის ხალხი, ვისაც ვხვდები და ველაპარაკები“, – აღნიშნავს ბურჯანაძე. 

დატოვეთ კომენტარი