ახალი ამბები

“ქართულ ოცნებას” გორიდან სექტემბერში 35 000 ლარი შესწირეს

“ქართულ ოცნებას” გორიდან სექტემბერში 35 000 ლარი შესწირეს. გასულ თვეს მმართველ პარტიას თანხა ლაშა მშვიდობაძემ და ზაქარია მარიამიძემ გადაურიცხა. 

ლაშა მშვიდობაძემ “ქართულ ოცნებას”  26 სექტემბერს 15 000 ლარი გადაურიცხა. ლაშა მშვიდობაძე შპს ტრანსავტოს 2.02%-ს მფლობელია. მან 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზეც შესწირა თანხა “ქართულ ოცნებას” 20 000 ლარის ოდენობით.

ზაქარია მარიამიძემ “ქართულ ოცნებას” 16 სექტემბერს 20 000 ლარი გადაურიცხა. წინა არჩევნებზე მან მმართველ პარტიას 40 000 ლარი შესწირა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ზაქარია მარიამიძის სახელზე ბიზნესი არ ფიქსირდება.

დატოვეთ კომენტარი