ახალი ამბები

გორის პირველმა სკოლამ ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურში მე -3 ადგილი დაიკავა 

გორის პირველმა საჯარო სკოლამ III საპრიზო ადგილი დაიკავა საქართველოს მასშტაბით ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში “იმოქმედე კლიმატისათვის”.

“სასკოლო საზოგადოება მადლობას უხდის ეკო კლუბი “კეცხოველისანნი”-ს ხელმძღვანელებს: მარინა მაკრახიძეს, მაია ქურდაძეს და კლუბის წევრებს: ქეთი კახნიაშვილს, გიგა ესეკიძეს, თაკო ტატალაშვილს, იოსებ ახობაძეს,  მარიამ გამდლიშვილს, ლუკა გიგუაშვილს, დეა ბუჩუკურს, ანიტა მურადაშვილს, გიგი მაზმანიანს გაწეული შრომისთვის”, – ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, ნიკო კეცხოველის სახელობის პრემია 2014 წელს დაფუძნდა. მასში მონაწილე სკოლები არეგისტრირებენ ეკო-კლუბებს და მთელი წლის განმავლობაში ახორციელებენ გარემოსდაცვით და სოციალურ ინიციატივებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.