ახალი ამბები

პრორუს გიორგი კანდელაკს სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარაში ადანაშაულებენ 

“ჩემი მეგობრის შვილის ქორწილი იყო “რანჩო ვარიანში”, სადაც გიორგი კანდელაკი მოვიდა სიტყვიერი შეურაცხყოფებით და მუქარებით” – უთხრა “მოზაიკას” ზაზა ადუაშვილმა, რომელიც კოალიციის “ძლიერი საქართველო” მხარდამჭერის მაია ადუაშვილის ძმაა.

ადუაშვილის თქმით, ის იმ ქორწილში იმყოფებოდა, რომელიც გიორგი კანდელაკის კუთვნილ რესტორანში გაიმართა. ქორწილის დაწყებიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, მასთან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესმენი მივიდა და პასუხი მოსთხოვა კომენტარზე, რომელიც მისმა დამ კანდელაკის შესახებ მომზადებულ მასალაზე დაწერეს – საუბარია “მოზაიკას” სტატიაზე, რომელიც პარტიული ინტერესებისა და ფინანსური სარგებლის მიზნით, “ქართული ოცნებისა” და გიორგი კანდელაკის ურთიერთთანამშრომლობას ეხება.

ჩემმა  დამ დაწერა მის შესახებ მომზადებულ სტატიაზე, მან რომ რაღაც ორგანიზაცია ჩამოაყალიბა “ქართული ოცნების” მხარდასაჭერად, მაგას ეხებოდა. ვთხოვე, რომ ხვალ ვილაპარაკოთ, ახლა ქორწილში ვართ. ამით არ დაკმაყოფილდა, დაუძახა თავის მეუღლეს და მაჩვენებდა რაღაც კომენტარებს. მივხვდი, რომ სინამდვილეში ეს არ იყო მიზეზი. ერთი სიტყვით ქორწილში ატეხა ხმაური. ფაქტობრივად, ქორწილი ჩაიშლებოდა, მე რომ არ გამოვცლოდი და არ წამოვსულიყავი. იყო მუქარა, გინება, დაგხოცავთო და ასე შემდეგ”, – ამბობს ადუაშვილი. 

მომხდარ ინციდენტს არაერთი თვითმხილველი ჰყავს, თუმცა როგორც ადუაშვილი ამბობს, ამის გამო კანდელაკისთვის სამართლებრივად პასუხის მოთხოვნას არ აპირებს. მისივე თქმით, კანდელაკის ეს ქმედება იყო წინასწარ დაგეგმილი და ემსახურებოდა მის პროვოკაციაზე წამოგებას. 

პირველად, როცა მოვიდა ჩემთან, მე ავუხსენი და წავიდა, თუმცა ცოტა ხანში ისევ მობუნდა და ატეხა ამბავი. ორი აზრი არ არის, რომ ეს იყო დადგმული, რადგან მთვრალი მოვიდა ქორწილში, ისიც იცოდა, რომ მეც ვიქნებოდი. თავისი შვილის ამბით აპელირებდა, რომ დაემალა სინამდვილეში პოლიტიკური კუთხით გათვლილი აგრესია. ყვიროდა, რომ ვინც ჩემს შვილს ახსენებს და ასე შედმეგ, მაგრამ ეს იყო უბრალოდ შეფარული მიზეზი, რადგან იმ მასალაზე, სადაც ჩემმა დამ კომენტარი დაწერა, მის შვილზე არაფერი ყოფილა დაწერილი”, – ამბობს ზაზა ადუაშვილი.

“მოზაიკა” მომხდართან დაკავშირებით გიორგი კანდელაკთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა პრორუსი ბიზნესმენი სატელეფონი ზარებს არ პასუხობს.

დატოვეთ კომენტარი