ახალი ამბები

გორი – რუისის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა 

გორი- რუისის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია კიდევ ოთხი ადამიანი. 

“მსუბუქი ავტომობილი რკინის ჯებირს შეეჯახა”, – ამბობენ თვითმხილველები. 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 276 -ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.