აგარელი გიორგი გულიაშვილი ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს.
იგი ვილი სანიოლმა, ოქტობერში ჩასატარებელი მატჩებისთვის გამოიძახა.
დებიუტანტი ფეხბურთელი ახალგაზრდული ნაკრების წევრია. ის ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის ბომბარდირი და კლუბ “სარაევოს” ფორვარდია, რომელსაც სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული.
“უზომოდ ბედნიერი და გახარებული ვარ, ჩემი ოცნება ახდა. დიდი პასუხისმგებლობაა ეროვნულ ნაკრებში თამაში”, – ამბობს გულიაშვილი.
დატოვეთ კომენტარი