ახალი ამბები

მე-4 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად დაშავებული ქალი რეანიმაციაშია 

გორში, მე-4 სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა ქალი რეანიმაციაში იმყოფება. 

30 წლამდე ქალი მრავლობითი მოტეხილობებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამხედრო ჰოსპიტალში მიიყვანა. 

კლინიკაში აცხადებენ, რომ ქალის ჯანმრთლეობის მდგომარეობა ამ დროისთვის, სტაბილურად მძიმეა. 

“რეანიმაციაში იმყოფება, მისი მდგომარეობა ამჟამად არის სტაბილურად მძიმე. პაციენტი შემოყვანილია მრავლობითი მოტეხილობებით. ჩაუტარდა ყველა შესაბამისი სამედიცინო პროცედურა. მართვით სუნთქვაზე არ არის”, – განაცხადეს კლინიკაში. 

ინფორმაციისთვის, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი სარეცხს ფენდა, რა დროსაც წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და გადმოვარდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 

დატოვეთ კომენტარი